TLC მართვის მოწმობა
გაზარდეთ თქვენი შემოსავალი, აიღეთ TLC მართვის მოწმობა და დაიწყეთ მუშაობა ნიუ იორკში.
ჩვენ დაგეხმარებით, მარტივად და მოკლე დროში გაიაროთ ყველა საჭირო ეტაპი TLC მართვის მოწმობის ასაღებად.
TLC მართვის მოწმობის მომსახურების ფარგლებში, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ:
-
თქვენს სკოლის კურსზე დარეგისტრირებას და ტრენინგის გავლას რუსულ ან ინგლისურ ენებზე;
-
გამოცდის ჩანიშვნას;
-
ჯავშნის ჩანიშვნას თითის ანაბეჭდის და ნარკოლოგიური ტესტის ჩასაბარებლად;
-
სამედიცინო ცნობის და 6-საათიანი უსაფრთხო მართვის სერტიფიკატის აღებას;
-
TLC-ში ყველა საჭირო დოკუმენტის გაგზავნას და დახარვეზებული დოკუმენტების ჩასწორებას.
მომსახურების მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ გვერდის ბოლოს მითითებული მოთხოვნის ფორმა.
დააჭირეთ „გაგზავნის“ ღილაკს და შეამოწმეთ ელ-ფოსტა, სადაც მოგივათ მოთხოვნის მიღების დამადასტურებელი შეტყობინება.
თქვენი მონაცემების დამუშავების შემდგომ, უმოკლეს ვადაში დაგიკავშირდებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
TLC მართვის მოწმობის ასაღებად დამატებით დაგჭირდებათ:
-
მართვის მოწმობა (E class);
-
კომპანიის EIN ნომერი ან SSN ნომერი;
-
იურიდიული მისამართი (აშშ) (ქუჩის მისამართი, ქალაქი, შტატი, ზიპ კოდი);
-
ფოსტის/საცხოვრებელი მისამართი - თუ გსურთ, რომ მითითებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე მიიღოთ ფოსტით დოკუმენტი (ქუჩის მისამართი, ქალაქი, შტატი, ზიპ კოდი).